,,თაგვმა თხარა, თხარაო“ - ასე მოუვიდა ოპოზიციას. ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა ,,დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს ეს კანონი არანაირად არ შეეხება, კანონში წარმოდგენილი კრიტერიუმების მიხედვით კი პოტენციური ოლიგარქები ოპოზიციური პარტიების დამფინანსებლები არიან.
,,დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე ოპოზიციის პოზიცია მათი ორმაგი სტანდარტის გამოვლინებაა. ჯერ კანონის მიღებას ითხოვდნენ. ავდექით და უკრაინული მოდელი გადმოვიტანეთ, რომელიც დასავლეთმა მოიწონა. მათ უკრაინას უთხრეს, რომ დიდი მოლოდინი აქვთ ამ კანონის შესრულებაზე. ამიტომ ზუსტად ავიღეთ და გადმოვიტანეთ უკრაინული მოდელი, რათა არავის ჩაეთვალა, რომ ,,ქართულ ოცნებას“ რაღაც თავისი კრიტერიუმები აქვს. ჰოი, საოცრება! - ახლა მას რადიკალური ოპოზიცია მხარს არ უჭერს. მე მესმის მათი, რადგან ვინც ოპოზიციას აფინანსებს, კანონში წარმოდგენილი კრიტერიუმების მიხედვით პოტენციური ოლიგარქია - ესენი არიან ,,ნაციონალური მოძრაობის“ დამფინანსებელი დავით კეზერაშვილი, ,,ლელოს“ დამფუძნებლები და დაფინანსებლები ხაზარაძე-ჯაფარიძე, აქეთ ჭიჭე ვაშაძის დამფინანსებლები - ფაქტიურად ამ კანონით, როგორც იტყვიან: „თაგვმა თხარა, თხარაო“ - ასე მოუვიდათ. ახლა არ იციან რა ქნან და როგორ აიცილონ. პირდაპირაც ვერც იმას ამბობენ, რომ ,,დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღება არ უნდათ“ _ განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, პარლამენტმა,,დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს ხმა 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, 9 კი წინააღმდეგი იყო.