რადიკალურმა ოპოზიციამ, რომელიც ყველაფერში ცდილობს მოსინჯოს, რომ იქნებ არეულობა გამოუვიდეთ და ქაოსი და რევოლუცია მოახდინონ, ახლაც მცდელობა აქვთ, რომ სათავისოდ დაინახონ ეს. ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროპული არჩევანი დამოკიდებული არ არის იმაზე, ქვეყანა მიიღებს თუ არა კანდიდატის სტატუსს.
,,ევროპული ღირებულება, ევროპული არჩევანი ეს არ არის დამოკიდებული იმაზე, კანდიდატის სტატუსს მივიღებთ თუ არა, საქართველო იყო, არის და მომავალშიც იქნება ცხოვრების წესით, მრავალეთნიკურობით ადამიანის უფლებებით (ევროპული), ეს საუკუნეებით მოგვსდევს და ეს არც უგულავას, არც ბოკერიას და მით უმეტეს, არც რუსული ფულით დაფინანსებული ხოშტარიას გადასაწყვეტია. ეს არის ქართველი ხალხის ნება და ისტორიული მისია, რომ ძირძველ ევროპულ ოჯახს დაუბრუნდეს.
სიმართლე ერთია და როცა ამას მიაწვდი პარტნიორებს, გაიზიარებენ, არ გაიზიარებენ უგულავას ნარატივს, რომელმაც რომელმაც დედაქალაქის 50 მილიონი მოიპარა და ერთ-ერთი შემოქმედი იყო იმ დიქტატურის, რაც სააკაშვილმა შექმნა. ბუნებრივია, ბოკერიას არ დაუჯერებენ, რომელიც ხერხემალი იყო ამ უბედურების, რაც ქვეყანაში ტრიალებდა. ასევე არ დაუჯერებენ ხოშტარიას, რომელმაც თქვა, რომ მერე რა მოხდა, რუსული ფული მემკვიდრეობით ერგო ჩემს ოჯახსო. შე დალოცვილო, სხვას რომ ამუნათებდი, ვინც ხელოვნებასა და სპორტში იყო ჩართული, ეს ორმაგი სტანდარტი რა უბედურებაა? ახლა უკვე რცხვენია და სხვა ფორმულირება მოუძებნა, მილიონობით რუბლს რომ იღებს და ბათუმში უძრავ ქონებას ყიდულობს? – დიახ, ხოშტარიები და მსგავსნი, ყველა არიან მეხუთე კოლონა, რომლებიც მუშაობენ, რომ ევროპული პერსპექტივა გაუქრონ ქვეყანას, ვერ ეღირსებიან, ვერ მოესწრებიან, რუსეთის ამ აგენტურას ხელისუფლებაში არასდროს მოიყვანს ქართველი ხალხი“ _ განაცხადა ზარქუამ.