ჩვენმა ლიდერებმა შემოგთავაზეს კონკრეტული გეგმა, კომიტეტები ჩაინიშნა, თქვენ ამ კომისიას რომ არ ესწრებით, ეგ თქვენი კეთილი ნებაა თუ ცუდი ნებაა თუ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა? ,,ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ამ სიტყვებით ოპოზიციას ბიუროს სხდომაზე მიმართა.
,,ვისმენ პოლემიკას იქით-აქეთ, ცხადად, ღიად, გამჭვირვალედ გითხრეს, გამოვიდნენ ჩვენი ლიდერები და თქვეს, რომ 12 პუნქტიან გეგმასთან მისადგომად გვაქვს გაწერილი კონკრეტული გრაფიკი, გეგმა, სადაც კომიტეტები ჩაინიშნა, სამუშაო ჯგუფები მიმდინარეობს. კითხვა მაქვს მარტივი თქვენთან, აი თქვენ ამ კომისიას რომ არ ესწრებით, ეგ თქვენი კეთილი ნებაა თუ ცუდი ნებაა თუ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა? სადაც მოცემულია, შემოთავაზებული გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომ არ ესწრებით, მაინტერესებს ეს თქვენი რა პოზიციაა და ეძებთ ახალ რაღაცას“ _ განაცხადა ირაკლი ზარქუამ.