ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, არცერთ უკრაინელს ქუჩაში არ დავტოვებთ, გადავანაწილებთ ოფისებში, სახლებში, ყველგა. ამის შესახებ ,,დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა. ის ბიზნესსა და საზოგადოებას მოუწოდებს საქართველოში მყოფ უკრაინელებს გვერდით დაუდგნენ.
"ჩვენმა ხელისუფლებამ დღეს გამოაგდო ადამიანები პირდაპირ სასტუმროებიდან და სახლებიდან. დასრულდა პროგრამა, რამდენიმეთვიანი, სადაც ადამიანებს შეეძლოთ უბრალოდ ეცხოვრათ და ეკვებათ. ეს არის გაუგონარი მტრული ნაბიჯი ომის პირობებში, ეს არის მტრული ნაბიჯი და პრორუსული ნაბიჯი ჩვენი ხელისუფლების მხრიდან და ეს არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი. არ ვაპირებ ხელისუფლებისთვის რაიმეს მოთხოვნას, მე მქონდა არაერთი კომუნიკაცია და სამწუხაროდ, რესურსი ხელისუფლების მხრიდან რაიმეს გაკეთების ამოწურულია, თუ ეს ასე არ არის მათ შეუძლიათ ახლავე იმოქმედონ. ამიტომ, მოვუწოდებთ საზოგადოებას, ბიზნესებს და ხალხს, რომლებსაც შეუძლიათ სირცხვილი მოწმინდონ ჩვენ ქვეყანას და გვერდში დავუდგეთ ქუჩაში დარჩენილ უკრაინელებს. ჩვენ მთელი დღის განმავლობაში გასულები ვართ იმ ლოკაციებზე, საიდანაც ყრიან ამ ადამიანებს. 2300 ადამიანი იყო, აქედან დაახლოებით, აქედან 1000 ან უფრო მეტმა თავისი ფეხით დატოვა ქვეყანა, პრაქტიკულად განვდევნეთ ისინი საქართველოდან, ახლა დარჩენილია დაახლოებით 1000-მდე ადამიანი... ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, არცერთ უკრაინელს ქუჩაში არ დავტოვებთ, გადავანაწილებთ ოფისებში, სახლებში, ყველგან და მოგიწოდებთ, რომ თქვენც მიიღოთ ამ ყველაფერში მონაწილეობა“ _ განაცხადა ელენე ხოშტარიამ.