რა ტონალობაში გველაპარაკები, ქალბატონო სალომე, ხომ არ აგერიათ რაღაც, ამოვიდა ყელში თქვენი ქედმაღლური ისინი. ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატ სალომე სამადაშვილს.
ზარქუამ მას ,,ხელმოცარული დიპლომატი“ უწოდა და აღნიშნა, რომ 2008 წელს სამადაშვილს და მის გუნდს არაფერი სასახელო არ გაუკეთებიათ.
,,ხშირად მიწევს ხოლმე ქალბატონი სამადაშვილის მოსმენა. ვერ ვხდები, რამე დავაშავეთ ამ ქალბატონის წინაშე? რა ტონალობაში გველაპარაკება და მისი გამოსვლა ყოველთვის რატომ გვაყენებს შეურაცხყოფას? ყოველთვის მინდოდა მეთქვა, ერთი ხელმოცარული დიპლომატი ხარ, ისიც ყოფილი, რომელმაც 2008 წელს იმდენი მოახერხე, რომ სანქცია ვერ დაგიწესებია ერთი სახელმწიფოს მხრიდან. და იმდენი გააკეთე, რომ ევროსაბჭოში შენს გუნდს მიაღებინე რეზოლუცია, სადაც ქართველი ბიჭები დაადანაშაულე ომის ესკალაციაში. რა ტონალობაში გველაპარაკები, ქალბატონო სალომე, ხომ არ აგერიათ რაღაც, ამოვიდა ყელში თქვენი ქედმაღლური ისინი. კეთილი ინებეთ და იყავით ადეკვატური. არაფერი სასახელო არ გაგიკეთებიათ თქვენ 2008 წელს, ხელმოცარული დიპლომატი ხართ, მეტი არაფერი“ _ მიმართა ზარქუამ სამადაშვილს.