SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა Twitter-ზე სახელი შეიცვალა და ,,ილონა მასკი“ დაირქვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ის თავის წერილში დამცინავად მოიხსენია და ,,ილონა“ უწოდა.
რამდენიმე დღის წინ ილონ მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დუელში იწვევდა.
,,ვიწვევ ვლადიმირ პუტინს დუელში“ _ დაწერა ილონ მასკმა და კრემს რუსულ ენაზე მიმართა: ,,თქვენ ამ დაპირისპირების წინააღმდეგი ხომ არ ხართ?"
მასკის ამ განცხადებას რამზან კადიროვი ტელეგრამის არხზე გამოეხმაურა, სადაც მან მასკი ,,ილონად“ მოიხსენია.
,,თქვენ უნდა ივარჯიშოთ, რათა ნაზი ილონადან სასტიკ ილონად გადაიქცეთ“ _ დაწერა კადიროვმა.
მის ამ განცხადებას ილონ მასკმა Twitter-ზე უპასუხა:
,,მადლობა ამ შემოთავაზებისთვის. მაგრამ ასეთი ბრწყინვალე ტრენინგი ძალიან დიდ უპირატესობას მომცემდა.
თუ პუტინს დუელის ეშინია, მაშინ მე თანახმა ვარ მასთან მხოლოდ მარცხენა ხელი გამოვიყენო მაშინ, როცა ცაციაც კი არ ვარ.
,,ილონა“ _ დაწერა ილონ მასკმა.
