Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა Twitter-ის აქციონერებს 100%-იან წილში 41 მილიარდი დოლარი შესთავაზა. როგორც მან თქვა, თითო აქციაში 54,20 დოლარს გადაიხდის. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რამდენიმე დღის წინ მან განაცხადა, რომ კომპანიის სოციალური მედიის საბჭოში მუშაობას შეწყვეტს.
„ტვიტერში ინვესტიცია ჩავდე, რადგან მჯერა მისი პოტენციალის, როგორც გამოხატვის თავისუფლების პლატფორმის მთელ მსოფლიოში და მჯერა, რომ გამოხატვის თავისუფლება სოციალური იმპერატივია მოქმედი დემოკრატიისთვის.
ჩემი შეთავაზება საუკეთესო და ბოლოა. თუ ეს არ იქნა მიღებული, მე მომიწევს გადავხედო ჩემი, როგორც აქციონერის პოზიციას“ _ განაცხადა ილონ მასკმა.
ამჟამად იგი კომპანიის აქციების 9%-ს ფლობს და არის კომპანიის უმსხვილესი აქციონერი. მან კომპანიას მისწერა წერილი, რომელშიც დარჩენილი აქციების შესყიდვა შესთავაზა.