Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის დედის, მეი მასკის საცურაო კოსტიუმში გადაღებულკი ფოტოები ჟურნალ Sports Illustrated-ში დაიბეჭდა. 74 წლის მოდელი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც იგი ყველაზე ყველაზე ასაკოვანი მოდელი გახდა მათ შორის, ვინც საცურაო კოსტიუმში Sports Illustrated-ის გარეკანზე მოხვედრილა.
,,როცა ვფიქრობდი შევძლებდი თუ არა Sports Illustrated-ისთვის საცურაო კოსტიუმში ფოტოების გადაღებას, მეგონა ხალხი გიჟს დამიძახებდა. მაგრამ მე აქ ვარ. მოხარული ვარ ქალებს ვამცნო, რომ 70 წლის ზემოთაც ისინი არაჩვეულებრივები არიან“ _ ამბობს ლეი მასკი.
74 წლის ასაკში მეი თავისი ყოველდღიური საქმიანობით გარშემომყოფების შთაგონებას განაგრძობს. გარდა მოდელობისა, ის არის ასევე ნუტრიციოლოგი, ცხოვრების ჯანსაღი წესის ექსპერტი და მწერალი.
მეი მასკმა ფოტოსესიაზე სხვადასხვა საცურაო კოსტიუმებში გადაიღო, მათ შორის იყო ბაია მარიას 3D ყვავილოვანი დეტალებით, მაიგელ კორონელის კოსტუმი ორ ტონში, OYE-ის კოსტიუმი ამოჭრილი, ცალ მხრის სილუეტი ოქროს ღილებით და Zimmermann-ის კოსტიუმი.
მეის ქალიშვილი ტოსკა მასკი დედაზე წერს და აღნიშნავს, რომ ის არასდროს ჩერდება და ყველაზე უშიშარი ქალია.
„ცხოვრების მანძილზე მან მოიპოვა ორი მაგისტრის ხარისხი კვების მეცნიერებაში, მოიპოვა ჯილდოები დიეტის დარგში, იყო უამრავ მოდის ჩვენებებში და რედაქციებში და ის ბიონსეს ვიდეოშიც კი გამოჩნდა. ის არასდროს ჩერდება და ის ყველაზე უშიშარი ქალია მათ შორის, ვისაც ვიცნობ“.
მეი მასკი Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის ილონ მასკის, რესტორატორ კიმბალ მასკისა და კინორეჟისორ ტოსკა მასკის დედაა.



