ილონ მასკის კუთვნილმა Starlink-მა საქართველოში კომპანია „სტარლინკ ჯორჯია“ დააფუძნა. და ავტორიზაციის მიზნით კომუნიკაციების კომისიას მიმართა. მარეგულირებელი კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვას 14 ივლისს გეგმავს.
Starlink-ი მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა და ის მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს უზრუნველყოფს, მათ შორის ისეთ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი ძვირადღირებული, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია. საქართველოში Starlink განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მაღალმთიან რეგიონებში, ასევე ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის არმქონე დასახლებებში.
დედამიწის ნებისმიერ წერტილში Starlink ინტერნეტით სარგებლობისთვის არანაირი მსხვილი ინფრასტრუქტურა საჭირო არაა, საკმარისია მხოლოდ დენის წყარო და მიმღები მოწყობილობა.
ცნობისთვის, კომუნიკაციების კომისიამ გასულ თვეში გაავრცელა ინფორმაცია, რომ SpaceX საქართველოში STarlink-ის თანამგზავრული სისტემებით ინტერნეტის მიწოდებას გეგმავს.