მოძრაობა ,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერი ვარლამ გოლეთიანი ,,ნამახვანის“ პროექტთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე ხელისუფლებისგან პასუხს ითხოვს. როგორც იგი ამბობს, თუ პროცესი გონივრულ ვადაში არ წარიმარტება, პროტესტს კომპანია ,,ენკას“ ოფისთან განაგრძობენ.
,,გვიპასუხოს ყველა კითხვაზე? მიგვაჩნია, რომ უამრავი კითხვა არსებობს როგორც პროექტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ისე მის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაზე, ასევე ხელშეკრულების ირგვლივ, რაზეც ხელისუფლება თავადაც საუბრობდა, მაგრამ ახლა ამაში მინისტრი პრობლემას ვერ ხედავს და ის აბსოლუტურ პრიორიტეტად ჰესის მშენებლობას მიიჩნევს. ეს ყველაფერი ისე ხდება, რომ რასაც ჩვენ 15 თვეა, ვითხოვთ, აბსოლუტურად არის იგნორირებული“ _ ამბობს ვარლამ გოლეთიანი.