ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ხეობა 7 ლოკაციაზე დაბლოკილია და ამ ლოკაციების გასაძლიერებლად საჭიროა ადამიანური რესურსი, რისთვისაც ყველა მოხალისეს სთავაზობენ თავისუფალ დროზე მოეგებულ გრაფიკსა და ტრანსპორტით გადაადგილების უზრუნველყოფას.
,,ამ ეტაპზე ჩვენი მიზანი მიღწეულია და ხეობაში სამუშაოები შეჩერებულია. დღევანდელ დღეს 7 ლოკაციაზე ხეობა დაბლოკილია და ნამდვილად მუშაობს ეს პროცესი და მინდა ასეთი თხოვნა გავაჟღერო, ჩვენ ამ ლოკაციების გასაძლიერებლად გვჭირდება ადამინური რესურსი და, ვაპირებთ გარკვეული განრიგი გავაკეთოთ ამისთვის. მაქსიმალურად მოვარგებთ ადამიანების თავისუფალ დროს ამ განრიგს და უზრუნველვყოფთ მათ ტრანსპორტირებას ლოკაციებზე. ვიწყებთ ამ ცხრილების შედგენას და გთხოვთ, რომ მოგვმართოთ, ვისაც სურვილი გაქვთ“ _ ამბობს ვარლამ გოლეთიანი.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით დღეს არსებული პირობებით, პროექტი არ გაგრძელდება.