რიონის ხეობის მცველები" ხეობიდან თბილისში ჩამოვიდნენ, რუსთაველის გამზირზე იმყოფება ვარლამ გოლეთიანიც. მისი თქმით, ის ადგილზე იმყოფება საპატრიაქროს მოწოდების საფუძველზე, თუმცა, გმობს ნებისმიერი ტიპის ძალადობას.
"ჩვენ საპატრიარქოს მოწოდებას შემოვუერთდით დღეს დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით. ჩვენ როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები და მრევლი შემოვუერთდით მოწოდებას და იცით, რომ ვეწინააღმდეგებით "პრაიდის" იდეას, ამასთან დაკავშირებით, წერილობით დავაფიქსირეთ კიდევ ჩვენი მოსაზრება ფეისბუქ გვერდზე.
ძალადობა ნებისმიერი ფორმის და ნებისმიერი ადამიანის მისამართით არის მიუღებელი და ჩვენ ამას ვემიჯნებით, ჩვენ უბრალოდ აქ ვიცავთ ჩვენ უფლებებს, რომელიც არ ცილდება იმ ფარგლებს, რომ მოვიდეთ, დავდგეთ და დგომით გამოვხატოთ დაცვა ჩვენი უფლების" - ამბობს გოლეთიანი.
ფოტო: formula