იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ,,ომიკრონის“ შემთხვევაში, ინფიცირებისთვის 2-3 წუთიც საკმარისია. იგი მოსახლეობას ბუსტერ დოზის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
,,უნიღბოდ ყოფნის 2-3 წუთიც საკმარისია „ომიკრონის" შემთხვევაში ინფიცირებისთვის. სიფრთხილის ზომები ახლა უნდა იყოს გაათმაგებული. მინდა ხაზი გავუსვა ვაქცინაციის, განსაკუთრებით, ბუსტერ დოზის მნიშვნელობას. ბუსტერ დოზა ახლა არის რეალური, ეფექტური და ალბათ, ერთადერთი შესაძლებლობა თავი დავიცვათ ინფიცირებისგან, მძიმე შემთხვევებისგან, გარდაცვალებისაგან“ _ განაცხადა ივანე ჩხაიძემ.