ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ დაწესებულებებში შესვლისას ტემპერატურის გაზომვის მოთხოვნა გადასახედია. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ამ მეთოდმა მნიშვნელობა საერთოდ დაკარგა, რადგან ,,ომიკრონის“ დროს ინფიცირებულებს ტემპერატურა ხშირად საერთოდ არ აღენიშნებათ.
,,მე ვფიქრობ, გადასახედია მოთხოვნა დაწესებულებებში შესვლისას ტემპერატურის გაზომვის შესახებ. ამ მეთოდმა ისედაც დიდად არ გაამართლა ინფექციის კონტროლის კუთხით, მაგრამ ახლა საერთოდ დაკარგა მნიშვნელობა იმ პირობებში, რომ ომიკრონით ინფიცირებულებს ტემპერატურა ხშირად საერთოდ არა აქვთ.
დაწესებულებებს კი ერთი დამატებითი და ფაქტიურად უსარგებლო კადრის საჭიროება მოეხსნებათ“ _ წერს მაია ბუწაშვილი.