დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ,,ომიკრონის“ შტამი დომინანტური გახდა, თუმცა მისივე თქმით ქვეყანაში ცირკულირებს სხვა შტამებიც.
,,ქვეყანაში ,,ომიკრონის“ ცირკულაცია იზრდება. ოფიციალურად, ლაბორატორიულად დადასტურებულია 1400-მდე შემთხვევა. ქვეყანაში დადებითი შემთხვევების 70% ,,ომიკრონზე“ მოდის.თბილისში ეს პროცენტი უფრო მაღალია და 80% არის, ხოლო რეგიონში კი 40-60%. დღეს თუ ვთვლით, რომ 70%-ია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს შტამი დომინანტია, თუმცა ცირკულირებს სხვა შტამებიც“ _ განაცხადა ამირან გამყრელიძემ.