იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალ შტამს, ომიკრონს ვერაფერი შეაჩერებს.
"შემთხვევების რაოდენობა იქნება ყველაზე მეტი პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში. ჩვენ ფაქტობრივად რესურსი არ გვაქვს. ნიღბის ტარება ვერ გახდა ჩვენი ცხოვრების წესი და ვერ ვიყენებთ ამ ეფექტურ შესაძლებლობას. ბუსტერ დოზები, იმ ადამიანებში, რომლებსაც 2 დოზა აქვთ გაკეთებული, ასევე ვერ გახდა ის აუცილებლობა, რომელიც დეკემბრის ბოლოდან და იანვრის დასაწყისში უნდა ყოფილიყო განხორციელებული. ამიტომ, პრაქტიკულად ვერაფერი ვერ გააჩერებს "ომიკრონს" – თქვა მან.
9 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში ომიკრონის 600 შემთხვევაა დადასტურებული.
ფოტო: Bm.ge