ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ,,ომიკრონის“ შემთხვევაში ცნება ,,ჯოგური იმუნიტეტი" აღარ არსებობს, რადგან ამ შტამთან რეინფიცირების რისკები ხუთჯერ მაღალია.
,,რეინფიცირების რისკები „ომიკრონთან“ ხუთჯერ გაზრდილია. რა თქმა უნდა, „ჯოგური იმუნიტეტის“ ცნება გაქრა, მსგავსი რამ აღარ არსებობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ინფექციის აღმოფხვრა და ამოძირკვა ვერ მოხდება“ _ აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.