ხაბე, ჯიგარო, აი შენ რომ მუშაობდი მერიაში, შენმა მერმა უგულავამ 2010 წელს გაყიდა რეკრეაციული ზონა. ასე მიმართა ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლევან ხაბეიშვილს მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, ირაკლი ზარქუამ.
,,ხაბე, ჯიგარო, აი შენ რომ მუშაობდი მერიაში, შენმა მერმა უგულავამ გადასცა ეს მიწა 366 კვ. 2010 წელს გაყიდა რეკრეაციული ზონა. ახლა გამოდი და თქვი სიმართლე, თუ მე ტყუილი ვთქვი, მაშინ ბოდიშს მოვიხდი და წავალ პოლიტიკიდან, თუ არადა ადექი და შენ წადი, შე მასხარა შენა“ _ მიმართა მან ლევან ხაბეიშვილს.
მანამდე კი ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის სხდომაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ამსახველი ფოტომასალა წარმოადგინა და განაცხადა, რომ აღნიშნული კორპუსი უკანონოდ აშენდა.
მან ასევე განაცხადა, რომ თბილისში არის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი, რომელიც ამჟამინდელი მმართველი პარტიის პირობებში უკანონოდ აშენდა.