ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი აცხადებს, რომ კიდევ ერთი პადემიაა მოსალოდნელი, რაც კომპიუტერული ტომოგრაფიის თვითნებური და ხშირი გაკეთების შედეგად იქნება გამოწვეული.
ბუწაშვილის თქვით, რეალურად, კოვიდინფიცირებულებში ე.წ კატეს გაკეთება აუცილებელი ძალიან იშვიათადაა.
"კოვიდინფიცირებულებში "კატეს" გაკეთება ძალიან იშვიათადაა საჭირო, ჩვენ წინ კიდევ ერთი „პანდემია“ გვექნება, კომპიუტერული ტომოგრაფიის მავნე შედეგებით გამოწვეული. კოვიდინფიცირებულებში კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩვენება არის ძალიან იშვიათად. ფილტვის დაზიანების ქულა საერთოდ არ ნიშნავს ანტიბიოტიკის ჩვენებას, იმიტომ, რომ ესეც არის ვირუსით გამოწვეული დაზიანება და არა ბაქტერიით" – განაცხადა მან.
ფოტო: facebook