ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ გავრცელების მასშტაბის გათვალისწინებით, საქართველო შესაძლოა, იანვრის ბოლოს ან თებერვალში ახალი ჩაკეტვების საფრთხის წინაშე დადგეს.
"ჩაკეტვის რისკი გარკვეულწილად შეიძლება არსებობდეს, თუკი „ომიკრონმა“ სწრაფი და უპრეცედენტო გავრცელების მასშტაბები მიიღო იანვრის ბოლოდან ან თებერვლიდან. ამიტომ მანამდე გვაქვს შესაძლებლობა, მოვემზადოთ ვაქცინაციით და პირბადის გამოყენებით. თუ ამას გავითვალისწინებთ, შესაძლოა, მძიმე ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის რისკებს ავცდეთ. სხვა შემთხვევაში, პროცესი ცოტა რთულად მესახება, რადგან ქვეყნის მოსახლეობის 35% არაიმუნურია ანუ არც ვაქცინა აქვს გაკეთებული და არც კოვიდი აქვს გადატანილი, ეს მილიონზე მეტი ადამიანია, რაც რისკებს გვიზრდის“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.
მთავარი ფოტო: reginfo.ge