ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ქართული ოცნების დეპუტატს, არჩილ თალაკვაძეს ყველა თვისება აქვს იმისათვის, რომ ჯანდაცვის სამინისტროს გამადგეს. მისი თქმით, ამ პოსტზე არჩევანის გაკეთება მასზე რომ იყოს დამოკიდებული არჩევანს აუცილებლად თალაკვაძეზე გააკეთებდა.
"ჯერ ერთი, ძალიან ბევრი ინსტანცია აქვს გამოვლილი, ძალიან გამოცდილია, ფაქტობრივად, ნამუშევარია როგორც სამინისტროებში, ისე პარლამენტში, ის კარგად ფლობს თანამედროვე მიმართულებებს მედიცინაში. მისთვის დამახასიათებელია ინოვაციური მიდგომებისადმი ნიჭი და თავის დროზე ეს ყველაზე წარმატებულ პროგრამას, ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას სტიმული მისცა მისმა ინოვაციამ, როცა საპატიმროებში დაამუშავა ჩვენთან ერთად პროგრამა და დანერგა ცე ჰეპატიტის უფასო პროგრამა, რომელსაც გზა მისცა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა. შემდეგ ეს გადაიზარდა გრანდიოზულ, უპრეცენდენტო პროგრამაში, რომელმაც განკურნა 75 000 ადამიანი. ასე რომ, ბატონ არჩილს ძალიან ბევრი ის თვისება აქვს, რომელიც, ვფიქრობ, დღევანდელ ძალიან რთულ პერიოდში ძალიან გამოადგება ჯანდაცვის სამინისტროს. მე ვუჭერ მას ყველანაირად მხარს. ეს არ ნიშნავს, რომ მე ვიცი, რომ ის იქნება. ინფორმაცია ამის შესახებ არ მაქვს" – განაცხადა მან.
ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობიდან 9 დეკემბერს გადადგა. მას შემდეგ აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე შესაძლოა არჩილ თალაკვაძე ვიხილოთ.