თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ის თანმდებობას არ დატოვებს.
,,დიახ, მე ვრჩერბი“ _ ასე უპასუხა მან პირველი არხის ეთერში ჟურნალისტის შეკითხვას, რჩება თუ არა ის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობაზე.
,, მე რომ მეგონა თავიდან, მთელი ქვეყანა ჩემს წინააღმდეგ არის, აღმოჩნდა, რომ ეს არის საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი, იმდენად მცირე, რომ მე ეს განწყობები და მსგავსი შეფასებები ვერსად ვიგრძენი, ვერც სამსახურში, ვერც ყოფით პირობებში. საზოგადოებისგან ვიგრძენი ცალსახა და უპირობო მხარდაჭერა, ამან მაფიქრებინა, რომ მე კი არ უნდა ვტოვებდე სამსახურს, ეს ხალხი უნდა ტოვებდეს“ _ განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თენგიზ ცერცვაძე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულს მოგვიანებით ცერცვაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნამდვილად ფიქრობდა სამსახურიდან წასვლაზე: „ძალიან გულნატკენი და შეურაცხყოფილი ვარ, უკიდურესად უსამართლო, სინამდვილისგან და საღი აზრისგან სრულიად აცდენილ და აბსოლუტურად უსაფუძვლო ცილისწამებების და ბრალდებების გამო" _ თქვა მან და განმარტა, რომ COVID-ის მართვისთვის გამოყოფილი 1 მილიარდი ლარის მითვისებაში მის დადანაშაულებას ცდილობდნენ.