მინდა, ვუთხრა, რომ არც ერთ ქართველს საქართველოსთან დაპირისპირება არ მოუგია. ამ სიტყვებით ,,ქართული ოცნების“ წევრი არჩილ თალაკვაძე დავით არახამიას გუშინდელ მიმართვას გამოეხმაურა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, არახამიას განცხადებები საქართველოში რადიკალური ოპოზიციის ნარატივს პირდაპირ იმეორებს.
,,იმის გამო, რომ უკრაინა რუსეთთან ომშია, ჩვენ თავს ვიკავებთ მთელი ამ თვეების განმავლობაში, რომ გავაკეთოთ ის შეფასებები კონკრეტულ პოლიტიკურ პირებთან მიმართებაში უკრაინის ხელისუფლებიდან, რომელსაც სინამდვილეში ისინი იმსახურებენ. როდესაც უკრაინაში ომია, გასაკვირია, რომ პარლამენტის მაღალი თანამდებობის პირები, იცლიან იმისთვის, რომ საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩაერიონ. მისი განცხადებები პირდაპირ იმეორებს საქართველოში რადიკალური ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს. მინდა, მას ვუთხრა, რომ არც ერთ ქართველს საქართველოსთან დაპირისპირება არ მოუგია. ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს, უკრაინას, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“ _ განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, დავით არახამია გუშინ გააკეთე მიმართვა, სადაც მან აღნიშნა, რომ მან აიღო ახალი დიპლომატიური პასპორტი აშშ-ს 5-წლისნი ვიზით, რომელსაც ,,სპეციალურად ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი მსახურებისთვის“ აქვეყნებს.