ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ კომისიის წევრებზე ბოლო დღეების განმავლობაში საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების მიმართ ზეწოლის ფაქტები გახშირდა.
"გამოვლინდა როგორც საუბნო საარჩევნო კომისიებში შეჭრა, ისე კომისიის წევრების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები და მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები, სიძულვილის ენა, მათ საქმიანობაში ჩარევა და ხელის შეშლა.
ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დამკვირვებლის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების მცდელობას პროვოკაციის მოწყობის მიზნით.
ასეთი ქმედებები ხელს უშლის საარჩევნო კომისიის საქმიანობას და მიზანმიმართულად აზიანებს საარჩევნო პროცესს.
ეს არის ზოგადად საარჩევნო გარემოსთვის ზიანის მიყენება და ცალსახად მიმართულია საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ხალხის ნდობის დაკარგვის და რეპუტაციის დაზიანებისკენ". - აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისია. " – წერია განცხადებაში.
ფოტო: facebook