საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები წარუდგინა. თავმდჯომარეები ცესკოს ამჟამინდელი ხელმძღვანელი, გიორგი კალანდარიშვილი და სამოქალაქო პლატფორმა 20/20–ის დირექტორი, თენგიზ თევზაძეა.
პროცედურულად, წარდგენილი კანდიდატებს პარლამენტის კომიტეტში მოუსმენენ, რის შემდეგაც მათი არჩევის საკითხი პრენარულ სხდომაზე გადავა.
იმისათვის, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აირჩეს, 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. ამ პოსტზე კანდიდატი 5 წლის ვადით დაინიშნება.
ფოტო: ცესკო