ცესკო-ს თავმჯდომარის შესარჩევ კონკურსში ოთხი კანდიდატი დარეგისტრირდა. კონკურსში ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის გარდა, მონაწილეობენ ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამაზ ფოლადაშვილი. სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი თენგიზ თევზაძე და საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი შაიშმელაშვილი.
პარლამენტმა ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე 2021 წლის აგვისტოში 19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე მიღებული ახალი კანონით 6 თვით აირჩია. უფლებამოსილების ვადა მას თებერვლის დასაწყისში ეწურება.