ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა, ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ აგიტაციის წესი დაარღვია.
იოსელიანის თქმით, კუჭავა უბანზე ხმის მისაცემად სიმბოლიკიანი პირბადით მივიდა.
„როგორც მოგეხსენებათ, ის მიბრძანდა საარჩევნო სიმბოლიკის პირბადით საარჩევნო უბანზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კანონის შესაბამისად იმოქმედებს. ცალსახად, აქ დარღვეულია უბანზე აგიტაციის წესი“ - განაცხადა ნათია იოსელიანმა.
მთავარი ფოტო: primetime.ge