გიორგი კალანდარიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარის პოზიციაზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას აპირებს. ის ამბობს, რომ გრძელვადიანი ხედვები აქვს და შეეცდება ყველა დაარწმუნოს მხარი დაუჭირონ.
“ჩემი არჩევიდან თითქმის 5 თვე გავიდა და ჩვენ, ძალიან მოკლე პერიოდში მოგვიწია ამ მნიშვნელოვანი საქმიანობის განხორციელება. თუმცა, რა თქმა უნდა, არც თავის დროზე და არც ახლა ჩემი ხედვები მოკლე ვადებს არ უკავშირდებოდა. მე მაქვს საკმაოდ გრძელვადიანი ხედვები და ჩემი ხელახალი არჩევის შემთხვევაში, თუ მომეცემა შესაძლებლობა, გვაქვს გრძელვადიანი გეგმა იმისა, თუ როგორ უნდა გადავიდეს საარჩევნო ადმინისტრაცია და ინსტიტუცია განვითარების ახალ ეტაპზე და როგორ უნდა განხორციელდეს შემდგომი ტრანსფორმაცია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავარწმუნო კომისიის წევრები, რომ ჩემი კანდიდატურა არის მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატურა, რომელიც შეძლებს, 5 თვის წინ დაწყებული ინერცია გაგრძელდეს იგივე შემართებითა და ენერგიით” - აცხადებს კალანდარიშვილი.
მთავარი ფოტო: alia.ge