ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში აცხადებს, რომ კომენდანტის საათისა და ღია სივრცეში პირბადის ტარების მოხსნას თავადაც ითხოვს.
ასე უპასუხა მან ზურაბ-გირჩი ჯაფარიძეს, რომელიც ცერცვაძესა და ჯანდაცვის სხვა სპეციალისტებს დაწესებული შეზღუდვების გამო აკრიტიკებს.
„ზოგადად, უშეცდომო არავინ არის და რაღაცის უკეთესად გაკეთება ალბათ შეიძლებოდა, მაგრამ ყველა სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო სწორი და საქართველოს ტიპის შეზღუდული ეკონომიკისა და სუსტი ჯანდაცვის ქვეყანამ როგორც ადამიანების გადარჩენის კუთხით, გააკეთა იმის მაქსიმუმი, რაც საქართველოს შეეძლო“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მთავარი ფოტო: stopcov.ge