დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე "კომენდანტის საათის" მოხსნის შესახებ განმარტებას აკეთებს.
მისი თქმით, დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღნიშნული საკითხი არ განხილულა, თუმცა, გამყრელიძე ამბობს, რომ საბჭო აღნიშნული შეზღუდვის მოხსნას მხარს არ დაუჭერს, რადგან ქვეყანაში არსებული კოვიდვითარება ამის საშუალებას არ იძლევა.
"დღეს კომენდანტის საათის მოხსნის საკითხი არ განხილულა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მაჩვენებელი უმჯობესდება, ეს ხდება ძალიან ნელი ტემპით. ახალი შემთხვევების რაოდენობა მერყეობს 300-600-700 შორის. ამიტომ, ეს ისეთი მაჩვენებელია ჯერჯერობით, რომ სხვა შემსუბუქებას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ ეტაპზე რეკომენდაციას ვერ გაუწევს. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ დავაკვირდებით 1 კვირა, 10 დღე ეპიდსიტუაციას და მერე გადაწყვეტილებები იქნება" - განაცხადა გამყრელიძემ.
ფოტო: 1TV