უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განმარტებით, 30 ივნისს საღამოს 23:00 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვე უკვე აღარ იმოქმედებს.
,,პირველი ივლისიდან გაუქმდება გადაადგილებაზე შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 23:00 საათიდან 04:00 საათამდე. 30 ივნისს, საღამოს 11 საათიდან შეზღუდვა აღარ იმოქმედებს. შეზღუდვა იქნება 30 ივნისს დილის საათებში, ანუ, 00:00 საათიდან 04:00 საათამდე, ხოლო 30 ივნისის საღამოს 23 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა აღარ იმოქმედებს“ _ ამბობს გიორგი ღიბრაძე.
იგი იმედს გამოთქწვამს, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია განვითარდება ისე, რომ მომავალში არანაირი შეზღუდვების დაწესება არ დაგვჭირდება.