დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე გადაცემა „საქმიან დილაში“ ამბობს, რომ 30 თანამოქალაქის დაღუპვას 23:00 სთ-ზე ტურისტის სახლში მისვლა ურჩევნია.
იმნაძე ამბობს, რომ ამ ეპიდემიოლოგიურ რეალობაში ყველა მოქმედი შეზღუდვის მოხსნა, ვითარებას გაამწვავებს. მისი თქმით, ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში ავადობის მაჩვენებლები 100 ათას მოსახლეზე ისევ მაღალია.
„მესმის, რომ (კომენდანტის საათი) მნიშვნელოვანი შეზღუდვაა ტურისტებისთვის მაგრამ 23:00 სთ-ზე ტურისტის სახლში მისვლა მირჩევნია, 30 ჩემი თანამოქალაქის დაღუპვას. ტურისტულ ადგილებში თუ აფეთქებები დაიწყო, უცხოელები არ ჩამოვლენ.
იმედი გვაქვს, რომ ზაფხულის თვეებში მინიმუმამდე დავიყვანთ ავადობას, მაგრამ ის არსად არ წავა და შემოდგომაზე რა თქმა უნდა ისევ დაიწყებს მატებას, აქედან გამომდინარე, თუ შემოდგომისთვის დიდი ნაწილი გვეყოლება აცრილი და ზამთრისკენ მივაღწევთ დაგეგმილ 60%-ს, ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ზამთარი ჩვეულებრივთან მიახლოებულად გავატაროთ“ - განაცხადა იმნაძემ.
მთავარი ფოტო: pia.ge