ევრო 2020, რომელიც პანდემიის გამო 2021 წელს ტარდება, იტალია-თურქეთის მატჩით გაიხსნა.
„A” ჯგუფის შეხვედრა, რომელიც რომის ოლიმპიურ სტადიონზე ჩატარდა, მასპინძელთა დიდი უპირატესობით წარიმართა.
მიუხედავად იტალიელთა გარჯისა პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმში კი სკუადრააძურამ ზეწოლა გაზარდა და 53-ე წუთზე, ბერარდის მორიგ გარღვევას და გამჭოლ გადაცემას, დემირალის ავტოგოლი მოჰყვა. ზუსტად 13 წუთში იმობილემ დამატებაზე კარგად ითამაშა და ორამდე გაზარდა იტალიელთა უპირატესობა. ამ გოლიდან ასევე 13 წუთში კი, ლორენცო ინსინიემ, თავის სტილში დაუბზრიალა მეკარეს მარცხენა კუთხეში და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. იტალიამ 3-0 მოიგო და ძალიან კარგი ფეხბურთი აჩვენა.
ხვალ უკვე 3 მატჩი გაიმართება. 17:00 საათზე ამ ჯგუფის კიდევ ერთი წყვილი, უელსი-შვეიცარია ითამაშებს, შემდეგ კი „B” ჯგუფის მატჩები გაიმართება, 20:00 საათზე, დანია ფინეთი, 23:00 საათზე, ბელგია-რუსეთი.