როგორც მოგეხსენებათ, უკრაინა „ევრო 2020“-ს 1/8 ფინალში მესამე ადგილით გავიდა, რამაც გავარდნილი რუსეთის გაღიზიანება გამოიწვია და ფიფას ყოფილმა ვიცე პრეზიდენტმა, ვიაჩესლავ კოლოსკოვმა ისიც კი თქვა, რომ ჩვენ უკეთესი გუნდი გვყავს და ამის დასამტკიცებლად უკრაინა უნდა გვეთამაშოსო.
პასუხმა არ დააყოვნა, უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა, ანდრეი პავლენკომ განაცხადა, რომ რუსეთს მხოლოდ სამი პირობით ეთამაშებიან:
1. უნდა აღდგეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არის აღიარებული.
2. ჩვენმა წამყვანმა გუნდებმა, „შახტარმა“ და „ზორიამ“ ევროტურნირებზე მატჩები საკუთარ სტადიონზე უნდა ჩაატარონ.
3. ასევე სტადიონებზე უკრაინისა და „ჩემპიონთა ლიგის“ ჰიმნები უნდა გაჟღერდეს.
თუ რუსეთი ამ პირობებს შეასრულებს, შეგვიძლია ვეთამაშოთ, დონეცკში, ლუგანსკში ან სიმფეროპოლში. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე უკრაინის ნაკრები, 29 ივნისს, 23:00 საათზე, შვედეთს დაუპირისპირდება.