როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ევროპის ჩემპიონატი, იტალია-თურქეთის მატჩით გაიხსნა, რომელიც მასპინძლებმა, რომის ოლიმპიურ სტადიონზე, 3-0 მოიგეს.
დღეს კიდევ სამი მატჩის, ამ წუთებში მიმდინარეობს, უელსი-შვეიცარიის დაპირისპირება, 20:00 საათზე, დანია-ფინეთის მატჩია და 23:00 საათზე, ბელგია-რუსეთი.
სწორედ ამ უკანასკნელმა მიიქცია ჩვენი ყურადღება ერთი უცნაურობით.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის რთული პოლიტიკური სიტუაციაა, უკრაინის ქალაქ ლვოვში არსებულმა ერთ-ერთმა „ფან ბარმა“, გადაწყვიტა ბელგია-რუსეთის შეხვედრა აჩვენოს ერთი მიზეზით, რა თქმა უნდა ბელგიას უგულშემატკივრებენ და რუსეთის კარში გატანილ ყოველ გოლზე, ბარი უფასოდ 100 კათხა ლუდს „იკისრებს“.
ეს ყველაფერი ლვოველი ფანების ფესტივალის გვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც მოგეხსენებათ უკრაინა ევროპის ჩემპიონატზე სპეციალური მაისურებით იასპარეზებს, სადაც უკრაინის დროშაა გამოსახული ყირიმის ჩათვლით.

ამ ამბავმა რუსებს გვერდები აუწვათ და აღშფოთდნენ, თუმცა ფიფას, უეფას და საერთაშორისო მხარდაჭერის შემდეგ, ენას კბილი დააჭირეს.