ლიეტუვის პრეზიდენტი, გატანა ნაუსედა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით, საქართველოს დღეს ეწვია, დღესვე სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან მივიდა.
პრეზიდენტის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანი იყო ენახა, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი ამ ტერიტორიაზე და როგორია მათი ჰუმანიტარული მდგომარეობა.
"სამწუხაროდ, მე ვნახე დანგრეული ცხოვრება ზოგიერთი პოლიტიკოსის გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო, მოახდინოს რა დამოუკიდებელი ქვეყნის, ამ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. მე ვნახე, რომ ადამიანები მოკლებულები არიან ბევრ შესაძლებლობას, ზოგიერთ მათგანს არ აქვს შესაძლებლობა, პენსია მიიღოს, მოკლებულია წყალმომარაგებას და შეზღუდულია განათლებაზე წვდომა.
ეს საკითხი გადაჭრილი არ არის და ტერიტორიები ისევ ოკუპირებულია. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა შევცვალოთ მდგომარეობა და ვიბრძოლოთ ამ ხალხისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნისთვის" - განაცხადა პრეზიდენტმა.
ფოტო: facebook