ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, სოფელ ოძისში ჩავიდა და საოკუპაციო ხაზთან არსებულ სიტუაციას გაეცნო. იგი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან ერთად აკვირდებოდა რუსეთის ბაზებს საქართველოში. მან თავისი მოსაზრება Twitter-ზეც დააფიქსირა.
„მოვინახულეთ ადმინისტრაციული საზღვარი ოძისთან. რუსეთის მხრიდან მუდმივი უკანონო ბორდერიზაციისა და მძიმე სამხედრო ინვესტიციების მოწმე გავხდი. ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM). რუსეთს მოვუწოდებ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა შეწყვიტოს“ - წერს ლანდსბერგისი Twitter-ზე.
მთავარი ფოტო: 15min.lt