ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში გუშინ გამართულ მოლაპარაკებებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა. გაბრიელიუს ლანდსბერგისი მადლობას უხდის კრისტიან დანიელსონს საქართველოში განხორციელებული მედიაციის მისიის გამო.
„აღელვებული და იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ეს მეგობრებსა და პარტნიორებს ცუდ სიგნალს უგზავნის. საჭიროა დაფიქრება“ - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.
მთავარი ფოტო: baltictimes.com