კახა კუჭავამ კასპში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენისას ოკუპაციაზეც ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განხორციელებული მტკიცე პოლიტიკით მმართველი გუნდი დეოკუპაციას შეძლებს.
„განსაკუთრებით მივესალმები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს, გმირ ოჯახებს, რომლებიც არ ტოვებენ თავიანთ კარ-მიდამოს არ ტოვებენ და ბოლომდე ცდილობენ სწორედ აქ შექმნან სარგებელი თავიანთი ოჯახებისთვის და მთელი რეგიონისთვის.
ოკუპაცია დროებითია! ეს ყველამ კარგად ვიცით. ჩვენ გვაქვს მტკიცე პოლიტიკა, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვახორციელებთ და დარწმუნებული ვარ, დეოკუპაციასა და ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას შევძლებთ.
თქვენი აქტიურობა არჩევნებზე მნიშვნელოვანია, რათა დავასრულოთ ყველა ის პროექტი, რომელიც დაწყებულია და შემოვიტანოთ ბევრი სიახლე არა მარტო ამ მუნიციპალიტეტში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით“ - განაცხადა კახა კუჭავამ.
მთავარი ფოტო: news.imc.ge