კომისიის ხელმძღვანელის, გივი მიქანაძის განცხადებით, საარჩევნო კომისიების ხელახალი გადათვლის დროს ყველაზე მეტი დისბალანსი მარნეულის ერთ-ერთ უბანზე გამოიკვეთა. მიქანაძის თქმით, საჭირო იქნება აღნიშნული უბნის კომისიის წევრების მოწვევა.
"ყველაზე დიდი დისბალანსი მარნეულის ერთ-ერთ უბანზე გამოიკვეთა. რაც იქ მოცემულობა არის, გადათვლის შედეგად დაფიქსირდა ზუსტად იგივე, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კომისიამ გადაითვალა ყველა მონაცემი სწორად. ჩვენ ვიმსჯელებთ და სავარაუდოდ, ამ უბნის კომისიის წევრების მოწვევა იქნება საჭირო" - აცხადებს მიქანაძე.
ცნობისთვის, კომისიამ უბნების გადათვლა, გუშინ, 3 ივნისს დაიწყო. პარლამენტის სპეციალური საგამოძიებო კომისიის ფარგლებში სპეციალურმა ჯგუფმა დღეს დღეს 5 უბანი დათვალა
ფოტო: facebook