ისრაელს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. პოსტზე ახლადარჩეული კანდიდატი 60 წლის იცხაკ ჰერცოგია.
მის გაპრეზიდენტებას 87 მოხმრე და 26 წინააღმდეგი ჰყავდა, მას კონკურენციას კი 67 წლის მასწავლებელი და სამოქალაქო აქტივსტი, მარიამ პერეცი უწევდა.
"მე ვიქნები ისრაელის ყველა მოქალაქის პრეზიდენტი. ვიმუშავებ ქვეყნის გაერთიანებისთვის. მოვიდა დრო, გავდოთ ხიდები, რათა, მთელს მსოფლიოში გავრცელებული ანტისემიტიზმი და ისარელის წინააღმდეგ არსებული ბრძოლა შევამციროთ" - აცხადებს ახლადარჩეული პრეზიდენტი.
ფოტო: Mishpacha Magazine