ისრაელის საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთვის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
,,ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან საქართველო შედის "წითელი" ქვეყნების სიაში, სადაც ისრაელელი ვიზიტორებისთვის გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება (გამონაკლისი შემთხვევების გარდა).
აღნიშნული სტატუსის გადახედვა მოხდება ყოველკვირეულად და საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში, შესაბამისი შეზღუდვები შემცირდება, ან მოიხსნება“ _ აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველო მე-16 ქვეყანაა, საიდანაც ისრაელში შესვლა ნებადართული არ არის. ამჟამად ისრაელის მიერ ,,წითელ სიაში“ შეყვანილი ქვეყნები არიან: არაბთა გაერთიანებული საამიროები, სეიშელი, ეკვადორი, ეთიოპია, ბოლივია, გვატემალა, ჰონდურასი, ზიმბაბვე, ზამბია, ნამიბია, პარაგვაი, ჩილე, კოლუმბია, კოსტა რიკა და ტუნისი. 30 ივლისიდან კი მათ რიცხვს საქართველოც დაემატება.