ისრაელში, სადაც რამდენიმე ხნის წინ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ დაწესებული ყველა შეზღუდვა მოიხსნა, რამდენიმე მათგანი კვალ ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ისრაელის აეროპორტში პირბადის ტარება ისევ სავალდებულო ხდება, გარდა ამისა, იმ ვაქცინირებულ პირებს, რომლებსაც "ინდური შტამით" ინფიცირებულ ადამიანებთან ჰქონდათ შეხება, კვლავ იზოლაციაში გადასვლა მოუწევთ.
კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა ისრაელში 1 ივნისიდან მოიხსნა. 15 ივნისიდან კი ქვეყანაში დახურულ სივრცეებში პირბადეების ტარების ვალდებულება გაუქმდა.
ფოტო: reginfo