დმანისში მიმდინარე ძალადობრივ კონფლიქტს ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე ეხმაურება. მისი თქმით, ქვეყნის ორ ნებისმიერ მოქალაქეს შორის ძალადობა და ძალადობის ენაზე საუბარი მიუღებელია, ხოლო, ამ კონფლიქტის ეთნიკურ ჭრილში განხილვა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.
თალკვაძის თქმითვე, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ადგილზე ჩასვლა მაღალი პასუხისმგებლობის დემონსტრირებაა.
"ეს არის დამაზიანებელი ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს არის ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა ჩვენი ოპონენტების მიერ. სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება და როგორმე საკუთარი სახელმწიფო და ინსტიტუტები დააზიანონ. რეალურად საზოგადოებამ დაინახა რომ ეს იყო ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი. პოლიციას და სამართალდამცავებს აქვს საკანონდებლო ორგანოს სრული მხარდაჭერა, რათა აღსრულდეს კანონი და ის, ვინც დაარღვია და იძალადა, კანონის შესაბამისად უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული" - აცხადებს თალაკვაძე.
ფოტო: facebook