თუ ასე ჯიუტად ივლის რუსეთის მხარეს „ქართული ოცნება“, ყველა სანქციების ქვეშ იქნება, არა მარტო ივანიშვილი, შეიძლება კობახიძემ დაასწროს კიდევ ივანიშვილს სანქციების ქვეშ მოხვედრა. ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
,,ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ვითარება დაამძიმა იმ გარემოებამ, რომ სრული ლუსტრაცია მოხდა მათი და ისინი არიან პრორუსული ძალა. მათ უარი თქვეს უკრაინის ადამიანურ მხარდაჭერაზეც კი, სამშობლოს ისტორიული ლაქა დაუტოვეს, შეგვარცხვინეს, თავი მოგვჭრეს საქვეყნოდ. რომ არა ჩვენი ბიჭები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, ჩვენ ძალიან მძიმე ვითარებაში ვიქნებოდით. თუ ასე ჯიუტად ივლის რუსეთის მხარეს „ქართული ოცნება“, ყველა სანქციების ქვეშ იქნება, არა მარტო ივანიშვილი, შეიძლება კობახიძემ დაასწროს კიდევ ივანიშვილს სანქციების ქვეშ მოხვედრა. ამერიკის მხარეს არის ჯგუფები, რომლებიც სანქციებზე მუშაობს. მე არ ვამბობ, სწორედ იმ ჯგუფების განცხადებები, ვინც უკრაინასთან მიმართებით სანქციებზე მუშაობს, მათ შორის, ივანიშვილთან დაკავშირებით, რომ ეს სანქციები განიხილება. კელი დეგნანი არის დიპლომატი, რომელმაც რაღა თქმა უნდა უფრო დიპლომატიური ენით უნდა ილაპარაკოს“ _ განაცხადა გიორგი ვაშაძემ.