ამერიკის საელჩოში თუ ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდებოდა დეპუტატების მხრიდან ამას ვინმე წარმოიდგენდა? ამის შესახებ ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, მომხდარი დაპირირსპირება სახედაკარგული ,,ქართული ოცნების“ სახეა.
,,ეს არის სახედაკარგული ,,ქართული ოცნების” ნათელი მაგალითი, ამერიკის საელჩოში თუ ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდებოდა დეპუტატების მხრიდან ამას ვინმე წარმოიდგენდა?! როგორ შეიძლება განსხვავებული შეფასებები არსებობდეს ამ საკითხებთან დაკავშირებით. უნდათ რომ აგვაცდინონ ევროპული ინტეგრაციის გზას, რასაც ვერ ეღირსებიან. როდესაც 100 000 ადამიანი იკრიბება რუსთაველზე, ეს არის ამის პასუხი. ,,ქართულ ოცნებას” ეშინია და დაგეგმილი პროვოკაციები აჩენს მათ რეალურ სახეს” _ განაცხადა გიორგი ვაშაძემ.