,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ელენე ხოშტარიას ბევრი რამ აქვს დასამალი.
მისივე თქმით, ,,დროას“ ლიდერი დიდი რაოდენობით რუსულ ფულს იღებს.
,,ელენე ხოშტარიას ძალიან ბევრი რამ აქვს დასამალი და ამიტომაც მალავს, ის იღებს რუსულ ფულს მაშინ, როცა გვიმტკიცებდა რომ თითქოს ყველაფერ რუსულზე აჟრიალებდა. ასეთი იყო მისი დამოკიდებულება ყველაფერი რუსულის მიმართ და დღეს აღმოჩნდა, რომ ის ძალიან დიდი ოდენობით რუსულ ფულს რუბლებში იღებს, აქედან გამომდინარე, ორმაგი სტანდარტი აჩვენებს, რომ რაღაცაშია საქმე და რომ მალავს ინფორმაციას, ესეც ნიშნავს, რომ მას ბევრი რამ აქვს დასამალი" _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.