ელენე ხოშტარია ტელეკომპანია იმედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება იმის შესახებ, რომ მისი ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან პერიოდულად მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება. როგორც ,,დროას“ ლიდერი აცხადებს, მისი მამა მეოცე საუკუნეში მარიისნკის თეატრში მოღვაწეობდა და მისი სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება, საიდანაც მას დიდი ხანია ჰონორარები ერიცხება.
,,ირაკლი რუხაძის მხილებამ ძალიან ააღელვა იმედი. მინდა გითხრათ უახლოეს დღეებში კიდევ გაგაცნობთ მასალას რუხაძის კავშირებზე სანქცირებულ ადამიანებთან.
ხოშტარიას კრემლიდან ერიცხება ფულიო:-))
მამაჩემი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, თეატრის მხატვრის, რომელიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა მარიისნკის თეატრში და რომლის სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. შესაბამისად, ჰონორარები ეროცხება ყველა მისი დადგმული სპეკტაკლიდან უკვე 25 წელია.
რუსეთის საავტორო ორგანიზაცია რაოსთან გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა.
არ გამოვა ეს აფიორა და არც რუხაძეს უშველის ეს. ყველა ფაქტს ოლიგარქიული მმართველობის საყრდენების შესახებ ვამხელ და გადავცემ პარტნიორებს“ _ წერს ელენე ხოშტარია.
ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ რამდენიმე დღის წინ დაასახელა იმ ბიზნესმენთა სია, რომლებიც, მისი თქმით, სანქცირებულთა სიაში ბიძინა ივანიშვილთან ერთად უნდა მოხვდნენ. სიის ერთ-ერთი წევრი ირაკლი რუხაძეც იყო.
მოგვიანებით კი მან იმ მოსამართლეების სიაც დაასახელა, რომლებიც, მისი თქმით, სასამართლო კლანის საყრდენს წარმოადგენენ და უნდა დასანქცირდნენ.