ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ covid-გადატანილებისთვის მუდმივი „მწვანე პასპორტის“ გაცემას არ ეთანხმება.
„როგორ გითხრათ, გემოვნების ამბავია... ალბათ აქაც იმსჯელეს...მე პირადად მუდმივ „მწვანე პასპორტებს“ არ გავცემდი, მაგრამ ეს პირადად ჩემი აზრია. მე მხოლოდ ბოლო 6 თვეში covid-გადატანილ პაციენტებზე გავცემდი, მაგრამ ეს ყველაფერი პირობითია.
ზოგი ქვეყანა ასე აკეთებს, ზოგი - ისე. ზუსტად არავინ იცის, იმუნიტეტი 6 თვე გრძელდება თუ მთელი სიცოცხლე. მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო ამაზე მუშაობს, ძალიან ბევრი რამ კოვიდზე უცნობია... ასე რომ, იმის განსჯა მუდმივი „მწვანე პასპორტი“ გაამართლებს თუ არა, აი, ვნახოთ” - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მთავარი ფოტო: pia.ge