ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ომიკრონი 2-3-ჯერ ნაკლებ სიკვდილიანობას იწვევს, თუმცა თუ კორონავირუსის შემთხვევები 5-ჯერ მეტი იქნება, ჯამურად გარდაცვალებათა რაოდენობაც გაიზრდება.
"ძალიან მძიმე ვითარებაა, მაგრამ ეს იყო პროგნოზირებადი. რამდენი ხნით ადრე ექსპერტები აკეთებდნენ ზუსტად ასეთ პროგნოზსს — ერთი ერთში ემთხვევა ის, რაც ახლა ხდება, რომ გაორმაგდებოდა, გასამმაგდებოდა შემთხვევების რაოდენობა, იმიტომ, რომ ასე მოხდა მთელს მსოფლიოში.
ჩვენთან გავრცელება შედარებით ზომიერია, ვიდრე ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში, ზუსტად ასევე სიკვდილობა, მართალია, ომიკრონი იწვევს შედარებით ნაკლებად მძიმე დაავადებას, მაგრამ არც ისე ნაკლებად, რომ სიკვდილობა შემცირდეს. 2-ჯერ და 3-ჯერ ნაკლებ სიკვდილობას იწვევს ომიკრონი, მაგრამ თუ შემთხვევები 5-ჯერ მეტი გვექნება, მაშინ ჯამური სიკვდილობა გაიზრდება", განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.